სიახლე

პუგაჩოვა რუსეთიდან სამუდამოდ წავიდა - მომღერალი მოსკოვში სასახლეს ყიდის და საცხოვრებლად ისრაელში გაემგზავრა

პუგაჩოვა რუსეთიდან სამუდამოდ წავიდა - მომღერალი მოსკოვში სასახლეს ყიდის და საცხოვრებლად ისრაელში გაემგზავრა
რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელური ვილა გასაყიდად გამოიტანა და საცხოვრებლად ისრაელში წავიდა. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, პუგაჩოვას ისრაელის პასპორტიც აქვს.

სახლს მომღერალი 1 მილიარდ რუბლად აფასებს, თუმცა ყიდვის მსურველი ჯერჯერობით არ ჩანს. ვილაში ახლა მისი შვილიშვილი ნიკიტა პრესნიაკოვი ცხოვრობს.

საცხოვრებლის ფართი 2300 კვადრატული მეტრია. სახლს აქვს ზამთრის ბაღი, ობსერვატორია, სპორტკომპლექსი, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ლიფტები და კინოთეატრი.

მედიაში ვარაუდობენ, რომ რუსმა მომღერალმა ქვეყანა სამუდამოდ დატოვა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93