"როგორი გამეტებით ქოლავენ ქალები - ქალს! ქალებს დაგვღუპავს არასოლიდარობა ერთმანეთის მიმართ!" - ნინო ხაჟომია - Marao

"როგორი გამეტებით ქოლავენ ქალები - ქალს! ქალებს დაგვღუპავს არასოლიდარობა ერთმანეთის მიმართ!" - ნინო ხაჟომია

2022-10-04 11:15:53+04:00


ჟურნალისტი ნინო ხაჟომია სოციალურ ქსელში წერს და ნეკა დოროყაშვილთან დაკავშირებულ პოსტს აზიარებს.

ხაჟომია აღნიშნავს, რომ ქალები სამარცხვინო პოსტებსა და კომენტარებს წერენ.

ნეკა დოროყაშვილი საქართველოს ტოვებს: „ჩემი შემდეგი ნახტომი კიდევ უფრო ძლიერი იქნება…“

“როგორი გამეტებით ქოლავენ ქალები – ქალს! ერთმა ინფლუენსერმა ქალმა გადამიარა პირად მიმოწერაში ამას წინათ. ვთხოვე, აუდიტორია გყავთ დიდი-თქო და ასცდით ცოტა თქვენს კონტენტს და ქალთა ცნობიერების ასამაღლებლად, ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად, ეკონომიკური გაძლიერებისთვის რამე გააკეთეთ-თქო და ბლოგი დავდეო – ბლოგიო, ხალხოოო, მერე პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა და რომ მივუთითე – გეკითხა მაინც-თქო. თუ გინდა, მეორედ შენი სახელიც არ მივაწერო, არ მომწეროო. შემაშინა, აურა დავუბინძურე. ჰოდა, რისი თქმა მინდოდა!!!!!!!! ქალებს დაგვღუპავს არასოლიდარობა ერთმანეთის მიმართ!!!! სამარცხვინო პოსტები და კომენტარები.” – წერს ნინო ხაჟომია.