ქეით მიდლტონმა ისაუბრა ზეწოლის შესახებ, რომელსაც თვითონ და მისი მეუღლე, პრინცი უილიამი, შვილებისთვის სახელის შერჩევისას განიცდიდნენ. ეს ამბავი უელსის ახალმა პრინცესამ რამდენიმე დღის წინ სამეფო სურეის საგრაფოს სამშობიარო განყოფილებაში სტუმრობისას გაამჟღავნა.
„მან საკუთარ შვილებზე ისაუბრა, თუ როგორ ურჩევდნენ სახელებს. რა თქმა უნდა, ახალშობილი ჩვილების დედ-მამა ფიქრობენ ბავშვის სახელზე... ქეითის თქმით, ის მათი საყვარელი სახელები იყო, მათ გამოაშკარავებას კი მთელი მსოფლიო ელოდა, რაც დიდი ზეწოლა იყო“ - ციტირებს პრინცესას სიტყვებს გამოცემა People.
ქეითის სამშობიაროში სტუმრობას საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა:
„პერსონალთან, ახალშობილებთან და მათ მშობლებთან დიდ დროს ატარებდა, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელი და სასიამოვნოა“ - აღნიშნა მან.