ზურა ხაჩიძემ მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასიხარულო სიახლე აქვთ:
„ხათუნა გამოკვლევებზე თურქეთში იყო წასული და მინდა გახაროთ, რომ ძალიან კარგი ამბებით დაბრუნდა. მისი ავადმყოფობის ყველა პროცესი უკან არის დახეული. აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს ჩართვებს სოციალურ ქსელში და აღვადგენთ ჩვენს მსმენელთან კონტაქტს. გვინდა, რომ ჩვენი ჩართულობით ადამიანების ნეგატიური ყოფა შევცვალოთ და რაც შეიძლება მეტ პოზიტიურ და აქტუალურ თემაზე ვისაუბროთ”, - ამბობს ზურა ხაჩიძე.