ნატალია ქუთათელაძე თავადაც მეცო-სოპრანოა და საკუთარი წარმატებით მსმენელს ხშირად ანებივრებს. ამჯერად მან მონაწილეობა მიიღო ოპერის მომღერალთა საერთაშორისო კონკურსში Operalia, რომელიც მაესტრო პლასიდო დომინგოს პატრონაჟით ტარდება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერლებს.

ნატალია ქუთათელაძემ კონკურსის ფინალისტებთან ერთად გალა-კონცერტზე იმღერა. და საუკეთესოთა შორისაც დასახელდა.