ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში მეუღლის, ცოტნე გამსახურდიას ძმასთან, გიორგი გამსახურდიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ანა წერს, გიორგი საღამოობით ძმის მოსანახულებლად მიდის:
„მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მაინც შემოგვირბენს ხოლმე გვიან, როცა თბილისშია. ცოტნე ყოველთვის ელოდება. მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ…" - წერს ანა ჯაბაური.
ცოტნე გამსახურდია 2019 წელს მძიმედ დაჭრეს. მას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მკურნალობდნენ.