- მიხარია, რომ პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე - თუ გულით გინდა რაღაცას მიაღწიო, ბარიერები არ არსებობს. სწორად თუ მიუდგები,
დიდი ხანია, მძღოლი ვარ, ყოველთვის მიყვარდა მანქანის მართვა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მძღოლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გამომეცადა. ავტობუსში კონდუქტორად ვმუშაობდი. შემდეგ გავიგე, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მძღოლი ქალების გადამზადება იწყებოდა. "ბე კატეგორიის" მართვის მოწმობისთვის შესაბამისი სწავლება გავიარეთ. მოვემზადეთ, გავიარეთ ეს კატეგორია, ავტობუსის ტარება გვასწავლეს და შემდეგ შევიტანეთ განაცხადი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ჩემთან ერთად სხვა ქალებიც იყვნენ.
- საზოგადოების დამოკიდებულება როგორია, როდესაც ასეთ დიდ ავტობუსს ქალი მძღოლი მართავს?
- მამაკაცები ძირითადად იღიმიან, ზოგი ცერა თითით მანიშნებს, რა მაგარი ხარო!.. გოგონები და ქალები კი გაოცებული შემოგვყურებენ. სხვათა შორის, მამაკაცები საჭესთანაც უფრო თავაზიანები არიან. საერთოდ, საზოგადოებისგან, მგზავრებისგანაც დადებითი მუხტი მოდის, უხარიათ და მოსწონთ.
წაიკითხეთ სრულად