სიახლე

ნათესაური კავშირი სოფო ნიჟარაძესთან, წარმატებული კარიერა მოსკოვში და კანადელი მეუღლე - როგორია პლასტიკური ქირურგის, სალომე სვანაძის ქართულ-ამერიკული ოჯახი და კარიერა

ნათესაური კავშირი სოფო ნიჟარაძესთან, წარმატებული კარიერა მოსკოვში და კანადელი მეუღლე - როგორია პლასტიკური ქირურგის, სალომე სვანაძის ქართულ-ამერიკული ოჯახი და კარიერა
სა­ლო­მე სვა­ნა­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში პირ­ვე­ლად 2016 წელს გა­მოჩ­ნდა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წერ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი იყო... მე­დია ასევ წერ­და იმა­ზეც, თუ რა აკავ­ში­რებ­და ლა­მაზ­მანს მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან. მას შემ­დეგ 6 წელი გა­ვი­და. სა­ლო­მე კა­ნა­დელ ბიზ­ნეს­მენ­ზე გა­თხოვ­და, შე­ე­ძი­ნა ერთი შვი­ლი. წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია დოქ­ტო­რი სვა­ნა­ძე რუ­სეთ­ში და­წყე­ბულ კა­რი­ე­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს...

ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ შე­უყ­ვარ­და მის უცხო­ელ მე­უღ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო და რო­გო­რია იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა, მე­უღ­ლე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი...

- უკვე წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია ჩემი
ოჯა­ხით თბი­ლის­ში ვარ. ჩემი მე­უღ­ლე კა­ნა­დე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე და ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით ავირ­ჩი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­ვი­პო­ვე პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­ცენ­ზია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა. აქ­ტი­უ­რად შე­ვუ­დე­ქი მუ­შა­ო­ბას რო­გორც უცხო­ელ, ასე­ვე ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებ­თან. უცხო­ელ პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ეს­თე­ტი­კუ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას ვცდი­ლობთ. ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს კი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და სიყ­ვა­რულით ვემ­სა­ხუ­რე­ბით.

- რუ­სეთ­ში და­ი­ბა­დეთ და გა­ი­ზარ­დეთ. მშობ­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, ახლა სად ცხოვ­რობთ ძი­რი­თა­დად…

- მოს­კო­ვის შემ­დეგ რა­ღაც პე­რი­ო­დი კა­ნა­და­ში ვცხოვ­რობ­დი, ახლა კი მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს...

-2017 წელს და­ო­ჯახ­დით, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სად გა­ი­ცა­ნით?

- მოს­კოვ­ში, მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ კა­ნა­და­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ჩემი დიდი სურ­ვი­ლით და ჩემი მე­უღ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

წაიკითხეთ სრულად




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93