სალომე სვანაძის შესახებ ინფორმაცია მედიაში პირველად 2016 წელს გამოჩნდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ახალგაზრდა, ლამაზი ქართველი ქალი რუსეთში ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო... მედია ასევ წერდა იმაზეც, თუ რა აკავშირებდა ლამაზმანს მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან. მას შემდეგ 6 წელი გავიდა. სალომე კანადელ ბიზნესმენზე გათხოვდა, შეეძინა ერთი შვილი. წელიწად-ნახევარია დოქტორი სვანაძე რუსეთში დაწყებულ კარიერას საქართველოში წარმატებით აგრძელებს...
ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ შეუყვარდა მის უცხოელ მეუღლეს საქართველო და როგორია იყო წარმატებული დედა, მეუღლე და პროფესიონალი...
- უკვე წელიწად-ნახევარია ჩემი ოჯახით თბილისში ვარ. ჩემი მეუღლე კანადელია. საქართველოში სტუმრობის პირველი დღიდან შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე და ფაქტობრივად, მისი ინიციატივით ავირჩიეთ საქართველო საცხოვრებლად. ჩემი საქმით ვარ დაკავებული. მოვიპოვე პლასტიკური ქირურგის ადგილობრივი ლიცენზია და საქართველოში ოპერაციების გაკეთების უფლება. აქტიურად შევუდექი მუშაობას როგორც უცხოელ, ასევე ქართველ პაციენტებთან. უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობით სამედიცინო ესთეტიკური ტურიზმის განვითარებას ვცდილობთ. ქართველ პაციენტებს კი საქართველოს რეალობაზე მორგებული შედარებით დაბალი ფასებით, განსაკუთრებულად და სიყვარულით ვემსახურებით.
- რუსეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ. მშობლებზე მოგვიყევით, ახლა სად ცხოვრობთ ძირითადად…
- მოსკოვის შემდეგ რაღაც პერიოდი კანადაში ვცხოვრობდი, ახლა კი მთელი ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს...
-2017 წელს დაოჯახდით, მომავალი მეუღლე სად გაიცანით?
- მოსკოვში, მეგობრის წვეულებაზე. დაოჯახების შემდეგ კანადაში გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ჩემი დიდი სურვილით და ჩემი მეუღლის საქართველოსადმი განსაკუთრებული სიყვარულით, საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტეთ.
წაიკითხეთ სრულად