12 წლის მოზარდმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმშობიარა. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და გოგონა გააჩინა. მშობიარე მოზარდი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.
როგორც მოზარდის დედა ამბობს, მისი შვილი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ: „პრეტენზია გვაქვს ძალიან დიდი ამ თემასთან დაკავშირებით, ვუჩივლეთ და გამოძიება მიმდინარეობს“ - ამბობს ორსული მოზარდის დედა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.