სიახლე

„ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც დავიმსახურე... მთელი ცხოვრება ვლოცულობ და ვმუშაობ, რომ მეტი სიკეთე გავაკეთო” - თამუნა ამონაშვილი

„ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც დავიმსახურე... მთელი ცხოვრება ვლოცულობ და ვმუშაობ, რომ მეტი სიკეთე გავაკეთო” - თამუნა ამონაშვილი
ჟურნალ „სარკესთან“ თამუნა ამონაშვილმა საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სულ ვარჯიშობს და საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს:

„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მომცა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც დავიმსახურე. ჩემი ცხოვრების ცუდი ეტაპებიც საჭირო იყო იმისთვის, რომ წინ წავსულიყავი. გამომდინარე აქედან, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ბევრი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული, ვთვლი, რომ კეთილი ვარ და მინდა, ყოველთვის მქონდეს ძალა და შანსი, ვაკეთო სიკეთე.

ვვარჯიშობ, მთელი ცხოვრება ვლოცულობ და სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე,
რომ მეტი სიკეთე გავაკეთო. ჩემი მტერიც ბევრჯერ გამიხარებია, რადგან მაქვს უნარი, ასეთი ადამიანიც კი გულში ჩავიკრა. ჩემი სარწმუნოება მეხმარება, რომ სიბრაზეს მოვერიო. პოზიტიური განწყობა ყველაზე კარგად მოქმედებს გარეგნობაზე…“ - ამბობს თამუნა ამონაშვილი.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93