სიახლე

"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?

"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო და სუფრა გაიშალეს... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?
გუ­შინ თბი­ლის­ში 12 წლის მო­ზარ­დმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. გო­გო­ნა კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში რუს­თა­ვი­დან გა­და­იყ­ვა­ნა. მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გამო ექი­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებს ელოდ­ნენ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ­ჟა­მად დედა და შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

12 წლის მო­ზარ­დის ორ­სუ­ლობ­ის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ერთი კვი­რის წინ გახ­და. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 წლის გო­გო­ნამ 16 წლის ვა­ჟის­გან გა­ა­ჩი­ნა.

პო­ლი­ცი­ამ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოჰ­კი­თხა მო­ზარ­დე­ბი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს და საქ­მის ირ­გვლივ და­კი­თხვე­ბი გრძელ­დე­ბა.

მომ­ხდარ­ზე აღ­შფო­თე­ბუ­ლია სა­ზო­გა­ო­დე­ბა. უფ­ლება­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ
იმი­ტომ არის სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

ფე­მი­ნის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ფე­მი­ნას“ და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ბა­ი­სო­ნაშ­ვი­ლი წერს:

- აქაც იყოს, სა­ჯა­რო იყოს! რა ჯან­და­ბა გვჭირს ასე­თი?! გული გა­მის­კდე­ბა გე­ფი­ცე­ბით, ბედ­ნი­ე­რი დე­დო­ბა ვუ­სურ­ვოთ რაღა დაგ­ვრჩე­ნი­აო, სუფ­რა გა­ი­შა­ლეს და სა­დღეგ­რძე­ლო­ებს ჰყვე­ბი­ან ფე­ის­ბუქ­ზე ნი­უ­სებ­ში. ვერა, ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ვე­რას­დროს, რო­დის უნდა ვის­წავ­ლოთ რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვა?! ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა, ბავ­შვი, რო­მელ­მაც არც მა­შინ იცო­და რა სჭირ­და, როცა მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვი­ღა­ცა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს მა­შინ, როცა თავ­ზეც ვერ აუ­ღია, ბავ­შვი, რო­მელ­საც სა­კე­ის­რო ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით გა­უ­კე­თეს.

ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი, რო­მელ­მაც იმ­შო­ბი­ა­რა, მი­თუ­მე­ტეს ბედ­ნი­ე­რი დედა ვერ იქ­ნე­ბა, ვე­რას­დროს, რად­გან მა­საც და მის ბავ­შვსაც ხში­რად მოს­წყურ­დე­ბათ და მო­შივ­დე­ბათ, კარ­გა ხანს ვერ გა­ი­გებს კი­დევ რა ხდე­ბა მის თავს, რა­ტომ უნდა უც­ვა­ლოს თო­ჯი­ნის მა­გი­ერ პამ­პერ­სე­ბი რე­ა­ლურ ბავ­შვს. ბავ­შვე­ბი, ბავ­შვი დე­დე­ბი, რომ­ლებ­საც ეს დამ­პა­ლი პატ­რი­არ­ქა­ტი ბავ­შვო­ბას არ­თმევთ, ვე­ღა­რას­დროს იქ­ნე­ბი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი! ეს ხმა­მაღ­ლა უნდა ვიყ­ვი­როთ!..გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ვინც არ არის კახაბერი
რატომ იწყევლები, საერთოდ ვინ გეკითხება, მისი მოსავლელი და გასაზრდელია, ჩვენც დავეხმარებით ყოველმხრივ. რისი მოჩმახული ფემინა, ეპიგონობა და სხვისი გადმომღერების გრანტიჭამია წვრილფეხობა ხართ. რა დაგვრჩენიაო? ამას რომ ქალი იტყვის ახალნამშობიარზე? ზიროუზ.
16:27 / 24-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93