სიახლე

ქორწინების 50 წელი რამდენიმე ფოტოში - ამერიკელი ფოტოგრაფის შთამბეჭდავი ფოტოსერია, რომელშიც საკუთარი ცოლი გადაიღო

ქორწინების 50 წელი რამდენიმე ფოტოში - ამერიკელი ფოტოგრაფის შთამბეჭდავი ფოტოსერია, რომელშიც საკუთარი ცოლი გადაიღო
ერთხელ ლი ფრიდლენდერმა, ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა, თქვა: „მიდრეკილი ვარ, გადავიღო ის, რაც ჩემი კამერის წინ ხვდება“. ფრიდლენდერისთვის ეს ნაწილობრივ ერთგვარი ფორმალისტური კრედო იყო: მისი ყველაზე ინოვაციური ფოტოები არის ელეგანტური სივრცითი აურზაური, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აფასებს საკუთარ ნამუშევრებს.

ფრიდლენდერის ფოტომეხსიერების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში არის მისი ცოლი მარია, რომელზეც ის 1958 წელს დაქორწინდა. ფრიდლენდერი მომავალ მეუღლეს მაშინ შეხვდა, როცა კარიერის განვითარების ეტაპზე იყო და სწორედ მასთან ერთად შეძლო, ეპოვა საკუთარი თავი ამ პროფესიაში.

ფრიდლენდერი თანაცხოვრების მანძილზე
მუდმივად იღებდა ინტიმურ ფოტოებს, ასახავდა ოჯახურ ცხოვრებას და კადრში მეუღლესთან ერთად შვილებს, ანასა და ერიკსაც ახვედრებდა.

ეს ფოტოსერია უცნაურ გრძნობებს იწვევს, რადგან სხვის ცხოვრებაში შეხედვა, ცოლ-ქმრის თანაცხოვრების ზედაპირული შრეების დანახვა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.

ფრიდლენდერის მეუღლე, მარია აღნიშნავს, რომ ეს ფოტოსერია მთელ ისტორიას არ გადმოსცემს, მასში მხოლოდ ბედნიერი და მშვიდი მომენტებია აღბეჭდილი, თუმცა მათ ცხოვრებაშიც იყო კამათი, ჩხუბი, გაუგებრობა... პერიოდები, როცა ბრაზი და იმედგაცრუება იმდენად დიდი იყო, რომ განქორწინებაც კი სურდათ...
ფოტოების დათვალიერებისას შეუძლებელია, არ იგრძნოთ დროის სვლა, მისი უწყვეტობა და მოძრაობა - თუმცა რისკენ, ეს არავინ იცის... ავტორი ამბობს, რომ ფოტოებზე დრო გაყინულია, თუმცა იმასაც შეგვახსენებს, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია...



მარია, ნიუ-იორკი, 1959

მარია და ერიკი, ნიუ-იორკი, 1961

ლი და მარია, ნიუ-იორკი, 1968

ლი, ანა, მარია და ერიკი, ნიუ-იორკი, 1971

ანა, მარია და ერიკი, ნიუ-იორკი, 1980

ლი და მარია, ქენონ ბიჩი, 1997

ავა და მარია, ნიუ-იორკი, 2004

წყარო: newyorker.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93