სიახლე

„3 თვეა, რაც აქ ვცხოვრობთ, მინდოდა, მყუდრო და მშვიდი ბინა ყოფილიყო“ - როგორ სახლში ცხოვრობს ირინა ონაშვილი ოჯახთან ერთად

გოგოლა კალანდაძე საკუთარი რუბრიკის ფარგლებში ირინა ონაშვილს სტუმრობდა და მაყურებელს მისი ახალი სახლი დაათვალიერებინა. როგორც ირინამ განმარტა, ამ ბინაში ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ და ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის:

3 თვეა, რაც აქ ვცხოვრობთ. მარტივად შევეგუე, იმიტომ, რომ ეს უბანი ჩემთვის უცხო არ არის - აქ დავიბადე და გავიზარდე. ჯერ ყველაფერი გაკეთებული არ არის, თუმცა ფერები ჩემი არჩეულია. ლადო უშუალოდ პროცესში იყო ჩართული და მასაც ვუთანხმებდი ხოლმე. შეიძლება ახლა ტრენდული მკვეთრი ფერებია, მაგრამ მე მინდოდა,
რომ სახლი მყუდრო ყოფილიყო. მე არ მომწონს სიმუქე, სიმშვიდე და სიწყნარე მირჩევნია.“

ირინა ონაშვილმა ახალ სახლში გადასვლის მიზეზზეც ისაუბრა: "ძველ სახლში ვეღარ ვეტეოდით და ცოტა გავფართოვდით. აქ ვცხოვრობთ მე, ლადო ბავშვები და ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, დათის აღმზრდელი“, - ამბობს ირინა ონაშვილი.

ირინა ონაშვილმა პოლ რიკარდის ფორმულა 1-ის ტრეკზე მონაწილეობასა და გამარჯვებაზეც ისაუბრა. მოდელმა აღნიშნა, რომ შვილები თასებით ძალიან გაახარა: “აღფრთოვანებული არიან თასებით. რაც სახლში მოვიტანე, დაატარებენ აქეთ-იქით, ხან სად მიუჩენენ ადგილს, ხან - სად. მგონი, იმაზე დიდი რაღაც ჰგონიათ, ვიდრე არის“ - ამბობს ირინა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ნინო
ჩემთვის ცოტა უღიმღამო ფერებია
23:25 / 18-12-2022
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ცნობადი სახეა და არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი! ბედნიერი ახალი წელი გაუთენდეს ირინას
10:35 / 17-12-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93