გავლენიანი გამოცემა Independent-ი დედოფლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე წერს. ელისაბედის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ძვლის კიბო იყო. ამის შესახებ მწერალი ჯაილეს ბრანდრეტი თავის წიგნში „ელისაბედი: ინტიმური პორტრეტი“ - წერს. აღსანიშნავია, რომ ბრანდრეტი დედოფალ ელისაბედსა და პრინც ფილიპთან დაახლოებული პირი და მეგობარი იყო.
„მე არაერთგზის მომისმენია, რომ დედოფალს დაუსვეს მიელომას დიაგნოზი. ამით აიხსნება მისი წონაში მკვეთრი კლება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება“ - წერია წიგნში.
დედოფალი ელისაბედი 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზებზე სამეფოში არ უსაუბრიათ.