კორეელი მინა სუ ჩოი „მის დედამიწა 2022“-ის გამარჯვებული გახდა. ეს ისტორიული მომენტი იყო ქვეყნისთვისაც, რადგან კორეას კონკურსში გამარჯვება აქამდე არასდროს მოუპოვებია.
ტიტულები მიენიჭა კონკურსის სამ სხვა მონაწილესაც: კოლუმბიელი ანდრეა აგილერა Miss Fire 2022-ის (მის ცეცხლი), პალესტინელი ნეიდინ აიუბი - Miss Water 2022-ის (მის წყალი), ხოლო ავსტრალიელი შერიდან მორტლოკი Miss Air 2022-ის (მის ჰაერი) ტიტულის მფლობელები გახდნენ.
კონკურსი ფილიპინებში ჩატარდა და მასში 86 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.