ხანგრძლივი სპეკულაციების შემდეგ, Netflix-მა პრინც ჰარისა და მეგანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - Harry and Meghan-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმის საშუალებით მაყურებელს სამეფო წყვილის ცხოვრების აქამდე დამალული დეტალების გარკვევა შეეძლება. ჰარი და მეგანი გულწრფელად ისაუბრებენ იმაზე, თუ რა ხდება რეალურად ბრიტანეთის სამეფო ოჯახში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს დოკუმენტური ფილმის გადაღება, სასექსის ჰერცოგმა უპასუხა, რომ არავინ იცის, რა ხდება სამეფო ოჯახის კადრს მიღმა. მე ყველაფერი უნდა გამეკეთებინა ჩემი ოჯახის დასაცავადო.
2021 წელს ოპრას გახმაურებულ ინტერვიუში ჰარიმ და მეგანმა ღიად ისაუბრეს მათ დაპირისპირებაზე სამეფო ოჯახთან. ახალ დოკუმენტურ სერიალში კი ამ პრობლემაზე გაცილებით მეტს შევიტყობთ.
Netflix-ს სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერ არ დაუანონსებია, მაგრამ პრემიერა, სავარაუდოდ, 8 დეკემბერს იგეგმება.
ამას გარდა, ჰარი ახალი წიგნის, SPARE-ის გამოსაშვებად ემზადება, რომლის შეძენაც მკითხველისთვის 10 იანვრიდან გახდება შესაძლებელი.