მაკა ასათიანი საახალწლოდ ახალ წამოწყებას აანონსებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. დიზაინერის განმარტებით, იდეის არსი დღესასწაულზე ადამიანების გაბედნიერებაა:
„მინდა გაგაცნოთ ახალი წამოწყება Charity Movement, რომლის ავტორები ნინო ელიავა და მაკა ასათიანი ვართ.
გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავეხმაროთ ძალიან ბევრ მოხუც ადამიანს. ამ იდეის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ამას ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი ხასიათი.
ძალიან მინდა, რომ საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლოთ. მჯერა, რომ ერთად ამას შევძლებთ." – წერენ მაკა ასათიანი და ნინო ელიავა მიმართვაში.