ლედი დის სკანდალური პირადი ცხოვრება: ურთიერთბა შვილების მასწავლებელთან და რომანი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა - Marao

ლედი დის სკანდალური პირადი ცხოვრება: ურთიერთბა შვილების მასწავლებელთან და რომანი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა

2022-12-05 16:53:13+04:00


პრინცესა დაიანას პირად ცხოვრებას არ შეიძლება ბედნიერი ეწოდოს. „ადამიანთა გულების დედოფალი“ სასოწარკვეთილი ეძებდა სიყვარულს. პრინც ჩარლზთან წარუმატებელ ქორწინებას, როგორც დაიანას, ასევე ჩარლზს, სხვასთან ურთიერთობისკენ უბიძგებდა.

მედიაში დაიანას რომანებს სხვადასხვაგვარად აშუქებდნენ: ზოგი წერდა, რომ ის შურისძიების ან მოწყენილობის გამო გამო ღალატობდა ქმარს, ზოგიც დარწმუნებული იყო, რომ პრინცესას ნამდვილ სიყვარულს ეძებდა.

ბერი მანაკი

1985-1986

ბარი მანაკი პრინცესა დიანას პირადი მცველი იყო. მანაკი მასზე 14 წლით უფროსი იყო და ასევე დაქორწინებული, ამიტომ ეს ურთიერთობა თავიდანვე სერიოზულს არაფერს ჰპირდებოდათ.

„მისი თანდასწრებით თავს პატარა გოგოდ ვგრძნობდი. ყოველთვის მინდოდა, შევექე. მას ყველგან ვეძებდი. სიამოვნებით მივატოვებდი ყველაფერს... უბრალოდ გავიქცეოდი და მასთან ერთად ვიცხოვრებდი. წარმოგიდგენია?“ - ამბობდა დაიანა 1911 წელს გაკეთებულ ერთ-ერთ ჩანაწერში. ეს სამოყვარულო კადრები მისი გარდაცვალების შემდეგ მალევე ერთ-ერთი ტელეარხის ხელში ჩავარდა და საჯარო გახდა.

1986 წლეს, როცა ჩარლზმა დაიანას და ბერის ურთიერთობის შესახებ შეიტყო, ბერი სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს, ერთი წლის შემდეგ კი ავტოავარიაში გარდაიცვალა.

ჯეიმს ჰევიტი

ჰევიტი დაიანას ცხენოსნობის ინსტრუქტორი იყო, რომელსაც პრინცესა 1986 წლიდან 1988 წლამდე ხვდებოდა. "ჩემსა და დიანას შორის ყველაფერი სწრაფად და ორმხრივად მოხდა", - იხსენებს ჯეიმსი.

მისივე თქმით დაიანა ყურადღებას მოწყურებული, ეჭვიანი და მომთხოვნი ქალი იყო. წლების მანძილზე, ბრიტანული პრესის მიერ, სწორედ ჯეიმს ჰევიტი მიიჩნეოდა პრინცი ჰარის ბიოლოგიურ მამად.

დეივიდ უატერჰაუსი

1988-1992

დეივიდი და დიანა ნათესავები იყვნენ, თუმცა ძალიან შორეული. როგორც ამ ყველაზე შორეულ ნათესავს, უოტერჰაუსს უფლება მიეცა ოფიციალურ შეხვედრებზე პრინცესას თანმხლები პირი ყოფილიყო, რამაც, საბოლოო ჯამში, მათი ზედმეტად დაახლოება გამოიწვია.

დაიანასა და დეივიდს შორის ურთიერთობის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. გარდა ამისა, დეივიდს კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არასდროს გაუკეთებია.

ოლივერ ჰოარი

დაიანას მილიონერი ოლივერ ჰოარი მეუღლემ,ჩარლზმა გააცნო. ჰოარი ლედი დისგან დისტანციას ინარჩუნებდა, რადგან თავს ჩარლზის მდ=მეგობრად თვლიდა. ისინი ერთმანეთს 1992 წელს შეხვდნენ, როდესაც დიანა და ჩარლზი ოფიციალურად დაშორდნენ. მაგრამ მათი ურთიერთობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ოლივერმა ცოლთან განქორწინება არ ისურვა და დაიანასთა ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. დაიანამ ეს ვერ აპატია და მის სახლში ყოველდღე დაიწყო რეკვა. საბოლოოდ, ოლივერმა დაიანასგან 300 ანონიმური შეტყობინება მიღო.

უილ კარლინგი

1993

კარლინგი 1993 წელს პრინცი ჰარისა და უილიამისთვის რაგბის გაკვეთილებს ატარებდა. დაიანა უილზე 5 წლით უფროსი იყო, მაგრამ ამას ურთიერთობაში ხელი არ შეუშლია.

როცა პრესამ მათ რომანის შესახებ შეიტყო, კარლინგი სასახლიდან გაუშვეს. ამ სკანდალმა ოჯახური პრობლემები შეუქმნა და ცოლთან განქორწინება გამოიწვია. აღსანიშნავია,რომ კარლინგი არ მაშინ და არც დღეს დაიანასთან რომანტიკულ ურთიერთობას არ აღიარებს.

ჰასნატ ხანი

1996-1997

ჰასნატი პრინცესა დიანას მთავარი სიყვარული იყო. ისინი საქველმოქმედო ვიზიტის დროს შეხვდნენ და მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი. მათი რომანი ხანმოკლე, მაგრამ ვნებიანი იყო. დაიანას სასახლის მთავარმა მსახურმა, პოლ ბურელმა წლების შემდეგ აღიარა, თუ როგორ ეხმარებოდა წყვილს კენზინგტონის სასახლეში საიდუმლო შეხვედრების მოწყობაში. დაიანა ისე იყო შეყვარებული, რომ ჰასნატზე დაქორწინებას და რელიგიის შეცვლასაც კი აპირებდა.

დოდი ალ - ფაიედი

დიდი ალ ფაიედი დაიანას უკანასკნელი სიყვარული იყო. ვარაუდობენ, რომ ისინი ქორწინებაზეც კი ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უბედური შემთხვევის გამო არ მომხდარა.

დაიანა და დოდი 1997 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.