სიახლე

სხეულის რომელი ნაწილის რცხვენოდა ოდრი ჰეპბერნს - კომპლექსი, რომელიც მსახიობმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ დასძლია

სხეულის რომელი ნაწილის რცხვენოდა ოდრი ჰეპბერნს - კომპლექსი, რომელიც მსახიობმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ დასძლია
ძნელი დასაჯერებელია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალს, ოდრი ჰეპბერნსაც, კომპლექსები აწუხებდა.

ოდრი ჰეპბერნი მსოფლიო კინოს ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება. ნიჭისა და სილამაზის გარდა, თაყვანისმცემლებს მისი კეთილი ბუნებაც იზიდავდათ.

პასუხისმგებლობა და კაცთმოყვარეობა ოდრის გაჭირვებით სავსე ბავშვობამ ასწავლა - გოგონა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაიზარდა. შიმშილის ხანგრძლივმა თვეებმა გავლენა მოახდინა მომავალი მსახიობის მეტაბოლიზმზე. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მცირე წონას ატარებდა - არაუმეტეს 45 კილოგრამისა. ოდრის მოხდენილი ფიგურის ბევრს შურდა, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი ცოტამ თუ
იცოდა.

ჰეპბერნი ბალერინობაზე ოცნებობდა და ამისთვის ბევრსაც ვარჯიშობდა, მაგრამ მის გარშემო ყველა ამტკიცებდა, რომ ეს ოცნება ვერ ახდებოდა, რადგან ოდრი ამ პროფესიისთვის ზედმეტად მაღალი იყო.

შემდეგ გოგონა სამოდელო ბიზნესში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი დიდ ფილმში მოხვდა. იგი ყველამ ერთხმად აღიარა ყველა დროის ულამაზეს ქალად, მაგრამ ამ ულამაზეს ქალსაც ჰქონდა ერთი პატარა“ნაკლი“, რომლის დამალვასაც ყოველთვის ცდილობდა.

ოდრის რცხვენოდა თავისი 41 ზომა ფეხის. მისი სიმაღლის გათვალისწინებით (1.70), ეს ზომაც საკმაოდ ლოგიკურია.

ჰეპბერნის ამ კომპლექსის წყალობით გაჩნდა ცნობილი ბალერინას ფეხსაცმელები. სალვატორ ფერაგამომ ისინი სპეციალურად ოდრისთვის გამოიგონა. მსახიობის თხოვნით, მან შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც ფეხის ზომას ვიზუალურად ამცირებდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93