ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს ერთი შვილი, ბერუკა ივანიშვილი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ კი მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.
წყვილი საქართველოში არ იმყოფება. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში კორეაში იყვნენ, მოგვიანებით კი ბრაზილიაში გააგრძელეს ცხოვრება. სწორედ ბრაზილიიდან აქვეყნებენ ისინი ახალ რომანტიკულ კადრებს: “2023 feels special” - წერს ბერა. ვიდეომ უამრავი დადებითი შეფასება დაიმსახურა.