საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ურთიერთობა ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ლიზა ფართო საზოგადოებამ სწორედ ირაკლისთან ურთიერთობის გასაჯაროების შემდეგ გაიცნო. მას შემდეგ წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ლიზა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილია.
ამჯერად "პრაიმ შოუს" გადაცემაში წყვილმა მათი ოჯახის საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა.
გადაცემას საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოყვა. “ლიზა საოცრება, როგორი აღზრდილი, დახვეწილი, უკარგესი წყვილი”… ”ასეთი სამაგალითო წყვილი არ მინახავს“ - წერენ კომენტარებში.