თავის მოგონებებში სასექსის 38 წლის ჰერცოგმა დეტალურად ისაუბრა უფროს ძმასთან და რძალთან ურთიერთობაზე და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა 40 წლის ქეით მიდლტონის იმიჯს.
ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის უმცროსმა ვაჟმა წიგნში Spare ცოლსა და რძალს შორის მომხდარ ჩხუბზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი დაპირისპირების დროს ქეითმა ისე მაგრად მოუჭირა ტყავის სკამის კიდეებს ხელი, რომ თითები გაუთეთრდა.
სამეფო ექსპერტის, რიჩარდ იდენის თქმით, ჰარისა და მეგანის ახალი მიზანი ქეითის, როგორც გაწონასწორებული, მშვიდი და ელეგანტური ქალის იმიჯის განადგურებაა.