ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს: "უბედნიერეს დაბადების დღეს გისურვებ, მიყვარხარ" - წერს ის.
ხვიჩა კვარაცხელიას დღეს არა მხოლოდ საქართველო, არამედ უკვე მთელი იტალია იცნობს. მასთან ხშირად წერენ ინტერვიუებს და გაზრდილია ინტერესი როგორც კარიერის, ისე მისი პერსონის მიმართაც.
ხვიჩას ჰყავს დედა, მამა ბადრი კვარაცხელია, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია და ორი ძმა. თავად შვილებში შუათანაა. ამბობს, რომ ფეხბურთის სიყვარული მამისგან გამოჰყვა, თუმცა მის სპორტულ კარიერაში გადამწყვეტი როლი დედამ შეასრულა, რომელსაც ქარსა თუ წვიმაში დაჰყავდა ვარჯიშზე და შვილის დიდი გულშემატკივარი იყო.
ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი შეყვარებული, უმშვენიერესი ნიცა თავაძეა. ნიცა საქართველოში ცხოვრობს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა შეყვარებულს სტუმრობს ხოლმე და წყვილი ერთად დროს ხშირად ატარებს.