ტილან ბლონდოს ბავშვობის ფოტოები ბევრს გინახავთ. გოგონას სილამაზე პირველ რიგში მშობლების დამსახურებაა. ტილანი ყოფილი მოდელის, ვერონიკა ლუბრის და ფეხბურთელ პატრიკ ბლონდოს შვილია.
სამოდელო კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო და პირველი ნაბიჯები, როგორც მოდელმა, გოტიეს ჩვენებაზე გადადგა.
10 წლის ასაკში გოგონა დიდ სკანდალში გაეხვია. ამის მიზეზი ზედმეტად თამამი ფოტოსესია იყო მისი მონაწილეობით. მაშინ საზოგადოებამ ბლონდოს აგენტები კორუფციაში დაადანაშაულა. თუმცა სკანდალს სამოდელო კარიერაზე უარყოფითად არ უმოქმედია.
დღეს ტილანი 21 წლისაა და წარმატებულად აგრძელებს სამოდელო კარიერას, ხშირად მონაწილეობს სამოდელო ჩვენებებში და სოციალურ ქსელშიც საკმაოდ პოპულარულია.