დათო ხუჯაძესა და მის მეუღლეს, ეკა დალაქიშვილს, ცოტა ხნის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ილა დაარქვეს. დათო არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მეორე შვილის დაბადებამ ძალიან შეცვალა. ცოტა ხნის წინ კი გოგონას ერთი წელი შეუსრულდა.
ამჯერად დათომ პატარა ილას ფოტო თავის "ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა და გამომწერებისგან დადებითი კომენტარები დაიმსახურა: "ჩემი გოგო ილა" - წერს მომღერალი.