პიანისტი მარიანა აჩბა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დილის შოუს“ სტუმრობდა, სადაც დეიდასთან, მაკა ასათიანთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„მაკა ჩემი დიდი მეგობარია. განსაკუთრებულად მზრუნველია, სულ რაღაც კარგისკენ გვიბიძგებს. მაკა ის ადამიანია, რომელიც რაღაც თვალსაზრისით, კრავს ოჯახს.
მიზანმიმართულად ბავშვობიდან გვეუბნებოდა, რომ თქვენ ყველა ერთად უნდა იყოთ, შეკრულები. ასე გავიზარდეთ და ჩემი აზრით, ეს მაკას დამსახურებაა...“ - აღნიშნა მარიანამ გადაცემაში სტუმრობისას.