ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ.
სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი 1986 წელს სტამბოლში დაიბადა. მისი პოპულარობა 2009 წლიდან იწყება, როდესაც YouTube-არხზე თავისი სიმღერების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა ცნობადობა ქვეყნის საზღვრებს არ გასცდენია. სერიალმა კი ის თურქული კინოინდუსტრიის ახალბედა ვარსკვლავად აქცია.
ამჯერად სოციალურ ქსელში ჰალილისა და ნანუკას საერთო ფოტოები ვრცელდება. მათი გულშემატკივრები წერენ, რომ მსახიობები არა მხოლოდ საუკეთესო ეკრანული პარტნიორები, არამედ საუკეთესო მეგობრებიც არიან.
