პრინც ჰარის ავტობიოგრაფიული წიგნის, "სათადარიგოს“ გამოსვლის შემდეგ ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმის შესახებ, დაესწრებოდნენ თუ არა სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონიას. ხალხი ფიქრობს, რომ მათი ლონდონში გამოჩენა საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს.
The Mail on Sunday-ს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ჰარი და მეგანი კორონაციას დაესწრებიან, ნაკლებად სავარაუდოა, ისინი მეფე ჩარლზთან და დედოფალ კამილასთან ერთად კორონაციის შემდეგ, ბუკინგემის სასახლის აივანზე, სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მეფე ჩარლზის კორონაცია 2023 წლის 6 მაისს გაიმართება, რაც მეგანისა და ჰარის ვაჟის, არჩის დაბადების დღეა. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყვილი კორონაციაზე მიწვეული იქნება, ცერემონიის გამოტოვების შანსი მაინც დიდია.