კაილი ჯენერი ქართული ბრენდის სამოსში - ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომლის მიერ შექმნილი კაბაც ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მოირგო - Marao

კაილი ჯენერი ქართული ბრენდის სამოსში - ვინ არის ქართველი დიზაინერი, რომლის მიერ შექმნილი კაბაც ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა მოირგო

2023-01-26 15:02:38+04:00


კაილი ჯენერი პარიზის მოდის კვირეულზე თავისი სტილის დემონსტრირებას ისევ აგრძელებს.

მას შემდეგ, რაც კაილი ისეთი ცნობილი ბრენდების სამოსში ვიხილეთ, როგორებიც არიან Schiaparelli, Maison Margiela და Givenchy, ახლა ქართველი დიზაინერის ჯერიც დადგა.

ახალგაზრდა მილიონერი პარიზში შავ კაბასა და შესაფერის ტყავის ჩექმებში გამოწყობილი გამოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კაილის ჩაცმულობის მთლიანი დიზაინი ქართველ დიზაინერს, ლადო ბოკუჩავას ეკუთვნის.