ჟერარ პიკემ ახალი შეყვარებული გამოაჩინა - ვინ არის 23 წლის გოგო, რომელთანაც ფეხბურთელმა შაკირას უღალატა - Marao

ჟერარ პიკემ ახალი შეყვარებული გამოაჩინა - ვინ არის 23 წლის გოგო, რომელთანაც ფეხბურთელმა შაკირას უღალატა

2023-01-26 15:35:42+04:00


მას შემდეგ, რაც შაკირას ახალმა სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი ვარსკვლავი ყოფილ პარტნიორს, ჟერარ პიკეს, ირონიულად მოიხსენიებს, YouTube-ზე 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ყველაზე ყურებადი ახალი ლათინური სიმღერა გახდა, პიკემ "ინსტაგრამზე" ახალ შეყვარებულთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა.

ფეხბურთელის ახალი რჩეული 23 წლის კლარა ჩიაა. წყვილი გასულ წელს საერთო ნაცნობის ქორწილში შენიშნეს ერთად, თუმცა აქამდე მათი ურთიერთობა არ გაუსაჯაროებიათ.

ცოტა ხნის წინ კი პიკემ "ინსტაგრამზე" კლარასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.