სიახლე

5 საინტერესო ფაქტი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ შესახებ

5 საინტერესო ფაქტი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორის“ შესახებ
საკუთარი წიგნი წიგნების მაღაზიის თაროზე იხილო - ეს, ალბათ, სანუკვარი ოცნებაა მათთვის, ვისაც წერა უყვარს და კარგადაც გამოსდის. თუმცა ამ ოცნების განხორციელება არცთუ ისე მარტივია. შეიძლება ბევრ გამომცემლობაში გააგზავნო შენი ნოველა თუ რომანი, თვეების მანძილზე ელოდო პასუხს და ბოლოს იმედგაცრუებული დარჩე.

ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წელს სწორედ იმ მიზნით დაიწყო გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, რომ ავტორებისთვის მიეცა შანსი, მიეტანათ საკუთარი ნაშრომი მკითხველამდე და მათ შორის საუკეთესო თავადაც აღმოეჩინათ.

ასე გაჩნდა დამაკავშირებელი ჯაჭვი ავტორებსა და
გამომცემლობას შორის და ბევრი საინტერესო წიგნიც გამოიცა. კონკურსის ფარგლებში, ქართველმა მკითხველმა ბევრი ნიჭიერი ახალი ავტორი აღმოაჩინა.
  • „გახდი ბესტსელერის ავტორი“, 2017 წლიდან მოყოლებული, უწყვეტად ტარდება ყოველ წელს. გამარჯვებულები ორნაირი პრინციპით აირჩევა: მკითხველის ხმების რაოდენობით და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით. მკითხველს შეუძლია მონაწილეების ნამუშევრებს გაეცნოს ონლაინ, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საიტზე და ხმა მისცეს თავის ფავორიტს. ჟიურის წევრების ვინაობა მხოლოდ კონკურსის დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი.
  • კონკურსით აღმოჩენილმა ავტორებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას ლიტერატურულ სფეროში. ლიტერატურული პრემიის - „ლიტერას“ გამარჯვებული ორი ავტორი: შორენა ხუხუა და იაგო თვალაბეიშვილი გახდა.
  • რამდენიმე ავტორის წიგნები კონკურსის შემდეგაც დაიბეჭდა: ელის დოჯსონმა და ნიკოლოზ ტოტოღაშვილმა კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვების შემდეგ კიდევ 3 წიგნი გამოსცეს, თინათინ ბერიძემ და ნათია ჯაგოდნიშვილმა - 1.
  • ნიკოლოზ მაჩაბელი და ელის დოჯსონი ასევე არიან ქართული ინტერაქციული წიგნის - „ფენიქსის“ თანაავტორებიც. სერიულ რომანს, რომელიც 15 წიგნისგან შედგება, 4 ავტორი ჰყავს: ტორესა მოსი, თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი და ნიკოლას მაჩებელი. ისინი ერთმანეთის დაწერილ წიგნის ნაწილებს აგრძელებდნენ.
  • გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა თათული ღვინიანიძის და თინათინ ბერიძის წიგნებს. 2022 წლის ბესტსელერი წიგნების სიაში მოხვდნენ: თინათინ ბერიძე („მოპარული სიყვარული“) 10 000-ზე მეტი გაყიდვით, ნათია ჯაგოდნიშვილი (შეცდომა), თათული ღვინიანიძე („აღიარება ხელისგულზე“) და ნიკოლოზ ტოტოღაშვილი (შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“) – 7 000-ზე მეტი გაყიდვით.
„გახდი ბესტსელერის ავტორი“ ახლაც მიმდინარეობს და მეორე ტურის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.
ნამუშევრების წაკითხვა, ავტორების გაცნობა და ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ: https://palitral.ge/konkursi


მიეცით ხმა თქვენს ფავორიტს და დაეხმარეთ ავტორს ოცნების ასრულებაში.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93