მომღერალ სალომე ბაკურაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური შოუს წყალობით გახდა და მსმენელის სიყვარულიც მალევე დაიმსახურა. მას შემდეგ სალომე საკუთარი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების გამო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.
სალომე ტელესივრცეში მოზარდობის ასაკიდან გამოჩნდა. მას შემდეგ არჩეულ საყვარელ საქმეს მიჰყვება. ბევრ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა: "ნუცას სკოლა", "ჯეოსტარი", "იმღერე რამე", "იმედის ტალღა", "ბრავო", "ერთი ერთში"...
სალომე "ინსტაგრამზეც" აქტიურია და გამომწერებს ფოტოებს ხშირად უზიარებს. ამჯერად იგი ნანი ბრეგვაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
„დღეს შემთხვევით შემხვდა ჩემი ყველაზე სათაყვანებელი (სრულიად საქართველოსი, მაგრამ მგონია, რომ მე ყველაზე ძალიან მიყვარს) ცოცხალი ლეგენდა და ნომერ პირველი ნანი ბრეგვაძე. ჩავეხუტე/ჩამეხუტა (სუნამოც შემიქო) და მითხრა, რომ “მე არ შევმცდარვარ შენს შეფასებაში, როდესაც აღმოგაჩინეო”. ჩემს გულის აჩუყებას ბევრი არ სჭირდება და ამ სიტყვების შემდეგ რას დავიმართებდი, ალბათ, ხვდებით? რომ დავმშვიდდი, ვუთხარი, რომ ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში მთავარი “სიტყვა” თქვენ გეკუთვნით-მეთქი ,როდესაც ჯეოსტარის პირველივე ტურის შეფასებისას წარმოთქვით “რა უნდა შევაფასო, პროფესიონალი დგას სცენაზე და ვუსმენდი, როგორც კოლეგასო”....მე პროექტი ამ სიტყვებით პირველივე ტურში მოვიგე-მეთქი. მოეწონა, ხედავ, რა კარგად მითქვამსო... ნოდიკო ტატიშვილიც ვახსენეთ და მითხრა, გადაეცი ჩემგან, რომ მაგარი ბიჭია, კარგი მომღერალიო. დიიიდხანს ჯანმრთელი გვეყოლეთ, ნამდვილო ვარსკვლავო“ - წერს სალომე.


