„ბაბის ეს რომანი დასრულებულია, ჩემი მოსაზრება მაქვს მის ქორწინებასთან დაკავშირებით“ - რას ამბობს ბაბი კირკიტაძის დედა ქალიშვილის პირად ცხოვრებაზე - Marao

„ბაბის ეს რომანი დასრულებულია, ჩემი მოსაზრება მაქვს მის ქორწინებასთან დაკავშირებით“ - რას ამბობს ბაბი კირკიტაძის დედა ქალიშვილის პირად ცხოვრებაზე

2023-02-02 10:23:30+04:00


ბაბი კირკიტაძის დედამ, ინგა ოდიკაძემ, ქალიშვილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ჟურნალ „სარკის“ კითხვებს უპასუხა.

- როგორც გავიგეთ, ბაბი შეყვარებულია. თქვენ, რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსში იქნებით.

"ეს ამბავი მეც მაშინ გავიგე, როცა სიცრუის დეტექტორზე პასუხობდა და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ეს რომანი დასრულებულია. რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები მაქვს მის ქორწინებასთან დაკავშირებით, რჩევებსაც ვაძლევ, მაგრამ საბოლოო არჩევანი მან უნდა გააკეთოს…“ - ამბობს ინგა ოდიკაძე ინტერვიუში.