სიახლე

წონის კლება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა - 5 ხრიკი, რომ ცოტა ჭამოთ და მაინც დანაყრდეთ

წონის კლება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა - 5 ხრიკი, რომ ცოტა ჭამოთ და მაინც დანაყრდეთ
გადაჭარბებული კვება ის პრობლემაა, რომელიც სანამ დროა, აუცილებლად უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩვენი ჩვევა გახდება, რომლის მოშორებაც ძალიან გაგვიჭირდება. ექსპერტების თქმით, საკვებისკენ ლტოლვის დასაძლევად საჭირო არა შიმშილი, არამედ გარკვეული პრინციპების დაცვაა.

1. თუ ცოტა ხნის წინ გემრიელად ისადილეთ, მაგრამ შიმშილის გრძნობა მაინც არ გაქრა, ამ შემთხვევაში დიეტოლოგები 1 ჭიქა წყლის დალევას გირჩევენ. დალიეთ წყალი და დაელოდეთ 10-15 წუთის განმავლობაში. თუ შიმშილის გრძნობა არ გაქრა, მაშინ შეგიძლიათ ჭამა გააგრძელოთ.

2. დიეტოლოგები დროულად ჭამას გირჩევენ. დროთა განმავლობაში ტვინი
თქვენს გრაფიკს შეეგუება და არასწორ საათებში ჭამის სურვილიც გაგიქრებათ.

3. საჭმელი უნდა მიირთვათ სიამოვნებით, ნელა, ყოველი ლუკმა ზედმიწევნით ღეჭოთ. ფაქტია, რომ ტვინი ხვდება, რომ მაძღარი ხართ. საკვები ჯერ ავსებს თქვენს კუჭს, შემდეგ კი გაჯერების სიგნალი იგზავნება ჰიპოთალამუსში (ტვინის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს შიმშილს). A წერტილიდან B წერტილამდე ეს სიგნალი გვიან მოდის, ასე რომ, თუ სწრაფად მიირთმევთ, დიდი ალბათობით გამოტოვებთ იმ მომენტს და სიმძიმის შეგრძნება დაგეუფლებათ.

4. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფერი გავლენას ახდენს მადის დონეზე. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ჭამენ შავი, ყავისფერი ან მუქი მწვანე თეფშებიდან, გაცილებით სწრაფად ნაყრდებიან. ღია ფონზე საკვები უფრო მიმზიდველად გამოიყურება და, შესაბამისად, თეთრ თეფშზე მირთმეული კერძიც უფრო გემრიელი გეჩვენებათ. ფიგურისთვის საზიანო კიდევ ერთი ფერია - წითელი. ის ასტიმულირებს არა მხოლოდ ჰორმონებს, არამედ მადასაც.

5. ბევრი ადამიანი ჭამს მაშინ, როდესაც მათ უბრალოდ არაფერი აქვთ გასაკეთებელი ან როდესაც ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ არიან. მაგრამ საკვები არ არის საუკეთესო წამალი მოწყენილობისა და სტრესისთვის. ფსიქოლოგები გვირჩევენ, იპოვოთ ისეთი აქტივობა, რომელიც უკონტროლო ჭამას დაგავიწყებთ. შეგიძლიათ დაიწყოთ დღიურის შენახვა ან ხატვა სცადოთ. როცა რაღაცას წერ ან ხატავ, ტვინი ამ პროცესზე კონცენტრირდება და შიმშილის გრძნობას მთლიანად ივიწყებს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93