"იმიტომ, რომ დღეს დედიკოს დაბადების დღეა" - როგორ მიულოცეს სოფო ნიჟარაძეს 37-ე დაბადების დღე - Marao

"იმიტომ, რომ დღეს დედიკოს დაბადების დღეა" - როგორ მიულოცეს სოფო ნიჟარაძეს 37-ე დაბადების დღე

2023-02-07 10:29:00+04:00


სოფო ნიჟარაძე იუბილარია. მომღერალი 6 თებერვალს 37 წლის გახდა. მან მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან უამრავი კეთილი სურვილი მიიღო. განსაკუთრებული კი მისი შვილის, ელის-მარიას მილოცვა იყო, რომელმაც იუბილარ დედას დაბადების დღის სიმღერა შეუსრულა, ვიდეომ კი დიდი მოწონება დაიმსახურა.