სიახლე

"მიწისძვრა ღამით დაიწყო, შეშინებულს გამეღვიძა, საუკუნე გრძელდებოდა, დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი, რომ ჩაცმა და "მამაო ჩვენოს" თქმა მოვასწარი" - რა შემთხვევას იხსენებს ნინო წილოსანი

"მიწისძვრა ღამით დაიწყო, შეშინებულს გამეღვიძა, საუკუნე გრძელდებოდა, დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი, რომ ჩაცმა და "მამაო ჩვენოს" თქმა მოვასწარი" - რა შემთხვევას იხსენებს ნინო წილოსანი
პოლიტიკოსი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1999 წელს თურქეთში მიწისძვრა იყო, რა დროსაც ისიც ქვეყანაში იმყოფებოდა.

"1999 წელს თურქეთში მოვხვდი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრის დროს. ღამით დაიწყო. შეშინებულს გამეღვიძა. საუკუნე გრძელდებოდა, დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი რომ ჩაცმა და მამაო ჩვენოს თქმა მოვასწარი... მერე იყო პანიკა, გადადებული რეისები, აეროპორტში საათობით ჯდომა და პერიოდული მიწისძვრის ბიძგები, შიში... ეს იყო ყველაზე საშინელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რომლის გადალახვა ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა...

დღეს თურქეთსა და სირიაში
მომხდარმა ტრაგედიამ განსაკუთრებით შემძრა, კიდევ ერთხელ გამახსენდა, სტიქიის წინაშე როგორი უძლურები ვართ", - წერს წილოსანი.

6 თებერვალს, გამთენიისას, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და სირიაში დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი. ნგრევას მოჰყვა მსხვერპლიც, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ამ დრომდე ელიან დახმარებას. მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა ლიბანში, ღაზას სექტორსა და კვიპროსშიც.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ეს როგორაა ? !!
და საქართველოში უამრავი უხარისხო მშნებლობის ფაქტზე რომ თვალს ხუჭავთ ?!!!
09:31 / 08-02-2023
გამოხმაურება / 0 /
მალხაზ ჯობავა
სტიქიის წინაშეც და რაც მთავარია, ღმერთის წინაშეც უძლურები ვართ და ეს გახსოვდეთ მაშინაც, როცა თავს ყველაზე კარგად გრძნობთ!
17:05 / 07-02-2023
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93