ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
ირინა ონაშვილი 2009 წელს დაქორწინდა ლადო ვარძელაშვილზე, რომელიც მაშინ შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - დათო და საბა.
სწორედ საბას დაბადების დღის ვიდეოს აქვეყნებს ირინა სოციალურ ქსელში.
