„ჩემი ანგელოზი“ - მოდელი ლორენა ზოიძე შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს - Marao

„ჩემი ანგელოზი“ - მოდელი ლორენა ზოიძე შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს

2023-02-08 16:58:19+04:00


ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ. ის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი - შვილი.

ლორენა ზოიძის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მან და მისმა რჩეულმა, გივი ტაბაღუამ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება ხშირად უწევს.

ცოტა ხნის წინ წყვილს ქალიშვილი, მატილდა შეეძინა. სწორედ მატილდას ფოტოებს აქვეყნებს ლორენა "ინსტაგრამზე".