მომღერლის გამოჩენამ 2023 წლის "გრემის" დაჯილდოებაზე ფანები შოკში ჩააგდ. ზოგიერთი მათგანი ირწმუნებოდა, რომ მადონას „ახალი სახე“ ჰქონდა. ინდუსტრიის ბევრი ექსპერტი ეჭვობს, რომ მადონას სახეზე უამრავი კოსმეტიკური პროცედურა აქვს გაკეთებული, როგორიცაა იმპლანტები, ბოტოქსი და სახის პილინგი.

ექიმი ჯეისონ დაიმონდი, რომელიც ყველაზე ცნობილი Netflix-ის შოუში "ვარსკვლავების პლასტიკური ქირურგების"
მადონას პლასტიკურ ქირურგიაზე სპეკულაცია ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. მომღერალმა თებერვალში საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" რამდენიმე ფოტო ატვირთა, რომლის გამოც მუსიკის ლეგენდა რეალითი-შოუს ვარსკვლავს,, კიმ კარდაშიანსაც შეადარეს.“
დოქტორ ეშოსა და ESHO MD კლინიკების ექიმთა ჯგუფის A-list-ის მიხედვით, მადონა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა ქირურგიულ და კოსმეტიკურ პროცედურებს. დღევანდელი შედეგი კი ამ ყველაფრის კომბინაციაა.
სულ ცოტა ხნის წინ კი მომღერალი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა:
„ბოდიში არასოდეს მომიხდია არცერთი შემოქმედებითი არჩევანისთვის, არც ჩემი გარეგნობისა და ჩაცმის გამო და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. ჩემი კარიერის დასაწყისიდან მედია მუდამ მამცირებდა, მაგრამ მესმის, რომ ეს ყველაფერი გამოცდაა და მოხარული ვარ, რომ ვაკეთებ იმას, რისი საშუალებითაც ჩემს უკან მდგომ ყველა ქალს მომავალ წლებს გავუადვილებ.
მე მოუთმენლად ველოდები კიდევ მრავალი წლის დივერსიულ ქცევას - საზღვრების გადალახვას - პატრიარქატის წინაშე დგომას - და ყველაზე მეტად ჩემი ცხოვრებით ტკბობას.“ - წერს მადონა "ინსტაგრამზე".