ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და საკუთარი ცხოვრების წესზე კამერების წინაც არაერთხელ უსაუბრია. გვანცა შვილებთან და მეუღლესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასვენებისთვის დრო ყოველთვის რჩება.
ამჯერად გვანცა გამომწერებს ქმრისა და ქალიშვილის დაბადების დღის კადრებს უზიარებს:
„ჩემი სიცოცხლის ხალისი და ენერგია ლილე. ჩემი ზურგი, იმედი და ცხოვრების სიყვარული ვახო. ბედნიერები და ჯანმრთელები მყავდეთ“- წერს გვანცა "ინსტაგრამზე".

