Super Bowl-ის ნახევარტაიმის შოუს შემდეგ რიანა ისევ ყურადღების ეპიცენტრშია. ამჯერად მომღერალი პარტნიორთან, ASAP Rocky-სთან და შვიდი თვის შვილთან ერთად გამოჩნდა. გადაღებები სანაპიროზე და მის სახლში მიმდინარეობდა.
ფოტოებში რიანას "ვალენტინოს" შავი კლასიკური კაბა აცვია. მომღერლის განცხადებით, ახალ ალბომს მიმდინარე წელს გამოუშვებს. ფილმისთვის „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ შექმნილი საუნდტრეკისთვის "ოსკარზე" პირველადაა ნომინირებული.
სიახლეებია მის პირად ცხოვრებაშიც: „სუპერ ბოულიზე“ რიანამ დაადასტურა, რომ მეორე შვილს ელოდება.



