მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა, თუმცა ამჯერად მას კარიერაში პაუზა აქვს. როგორც თავად განმარტა, ისვენებს და საყვარელი საქმის კეთებას მალე ახალი ძალებით გააგრძელებს.
ამჯერად მაია ასათიანი „ინსტაგრამზე“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„თებერვალი ყველაზე მეტად მიჭირს… ყველა წამს და წუთს ხელახლა გავდივარ… ბოლო ზარს, ბოლო საუბარს: „ნუ გეშინია დედა, კარგად ვარ” – ნათქვამ სიტყვებს და მერე აღარ პასუხს და ათიათასობით მისდქოლს მის ტელეფონზე… ყოველ წელს თებერვალში თავიდან ვკვდები და ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას… იმ იმედით, რომ გაზაფხული მოვა… გაზაფხული კი არ მოდის… მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, რას ნიშნავს ჩემთვის ოთხკედელშუა გამოკეტვა... ყველა დანარჩენს ძალიან ძლიერი ვგონივარ... რახან ამას ვუძლებ და ცოცხალი ვარ, ალბათ ვარ კიდევაც... დამღალა სიძლიერემაც...“ - წერს მაია ასათიანი "ინსტაგრამზე".

