ცნობილი წყვილები ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობით - Marao

ცნობილი წყვილები ყველაზე დიდი ასაკობრივი სხვაობით

2023-02-17 14:05:01+04:00

არიან წყვილები, რომელთა ასაკის შეუსაბამობას საზოგადოებისგან დიდი უარყოფითი დამოკიდებულება მიუღია. ყველაზე გახმაურებულ სკანდალებში კი ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავები ეხვევიან.

რომან პოლანსკი და ნასტასია კინსკი (43 და 15)

1976 წელს 49 წლის რომან პოლანსკიმ 15 წლის მსახიობთან, ნასტასია კინსკისთან დაიწყო ურთიერთობა. მათი რომანი 3 წელი გაგრძელდა. თავად ნასტასია მოგვიანებით სირცხვილით საუბრობდა პოლანსკისთან ურთიერთობაზე და ამ რომანს მისი ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად მოიხსენიებდა.

სონი და შერი (27 და 16)

ახალგაზრდა ასაკში სახლის დატოვების შემდეგ 16 წლის შერი ჰოლივუდისკენ გაემართა. პირველი ადამიანი, რომელიც მას შეხვდა, 27 წლის მომღერალი და მუსიკალური პროდიუსერი სონი ბონო იყო. ამ გაცნობიდან დაიწყო შერის ოჯახური ცხოვრებაც და კარიერული წინსვლაც. წყვილმა პოპ-როკ დუეტი Sonny and Cher შექმნა, რომელიც 1964-77 წლებში საკმაოდ პოპულარული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა, მოგვიანებით შერი ინტერვიუსას აღნიშნავდა, რომ სონი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო.

ვუდი ალენი და სუნ-ი პრევინი (49 და 13)

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 24 წელია ერთად ცხოვრობს, ეს სკანდალური ამბავი დღემდე ჭორების საგანია. სუნ-ი პრევინი ვუდი ალენის ყოფილი მეუღლის აყვანილი ქალიშვილი იყო.

ზუსტად როდის დაიწყო მათი ურთიერთობა, უცნობია. ითვლება, რომ 49 წლის ალენმა 13 წლის გოგოს ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, როცა მეუღლემ სუნ-ის კალათბურთის მატჩზე წაყვანა სთხოვა.

რენე ანჯელილი და სელინ დიონი (39 და 13)

სელინმა მომავალი მეუღლე მაშინ გაიცნო, როცა სულ რაღაც 13 წლის იყო. სწორედ რენემ დაინახა დიონში არაჩვეულებრივი ნიჭი და მთელ მსოფლიოს გააგებინა.

„მე თვითონ არასოდეს დამიწერია სიმღერები. არც ნოტების კითხვა შემეძლო და არც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. მაგრამ შესანიშნავი მენეჯერი მყავდა. მე და რენე ერთმანეთთან სწორედ მუსიკამ დაგვაკავშირა.