„მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო” - ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის სიყვარულის ისტორია - Marao

„მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო” - ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის სიყვარულის ისტორია

2023-02-19 10:31:30+04:00

კომპოზიტორ-შემსრულებელი ანუკი ცქვიტინიძე და მისი მეუღლე, მომღერალი, გელა დონაძე გადაცემა “პრაიმ შოუს” ესტუმრნენ და თავიანთი სიყვარულის ისტორია გაიხსენეს.

„ყველაფერი გასტროლით დაიწყო, ლიტვაში ვიყავით. ანსამბლ ბასიანის სოლისტი ბრძანდება გელა და ჩაკრულო შეასრულა. ვუსმენდი და საოცარი განცდა მქონდა სიამაყის, რომ ქართველი ვიყავი. გელას შესრულებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა. მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო. საქართველოში რომ დავბრუნდით, გელამ აქტიურობდა. ყველგან ჩნდებოდა, სადაც ვიყავი. ძალიან ყურადღებიანია, უყვარს ჩემი განებივრება და გახარება”, – საუბრობს ანუკი ცქვიტინიძე.

გელა დონაძის თქმით, მათი სიმღერების უმეტესობა სწორედ სიყვარულზეა და ეს გრძნობა თავდადებას გულისხმობს.