"მე, დედა და მამა" - ანუკი არეშიძე მშობლებთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"მე, დედა და მამა" - ანუკი არეშიძე მშობლებთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოებს აქვეყნებს

2023-02-20 12:31:48+04:00

ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.

როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

ანუკის "ინსტაგრამზე" ოჯახური ფოტოების გაზიარებაც უყვარს. ამჯერად ის მშობლების ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს.