იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი და რეჟისორი ტიმ ბარტონი ერთმანეთს ფარულად ოთხი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. წყვილმა ერთმანეთი პირველად 16 წლის წინ გაიცნო, მაგრამ ამბობენ, რომ ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოქტომბერში ლიონში, ლუმიერის კინოფესტივალზე ისევ შეხვდნენ.
58 წლის მონიკამ, რომელიც ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო - 64 წლის ტიმს Lumiere-ის ჯილდო გადასცა. ჯილდოს მიღების დროს ტიმ ბარტონმა თქვა: „მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არასდროს მიგრძნია ისეთი სიყვარული, როგორც დღეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საუკეთესო დაკრძალვაზე, რაც კი ოდესმე მქონია!“
"პარიზის მატჩი" წერს, რომ მონიკა და ტიმი ერთმანეთს 2006 წელს კანის ფესტივალების სასახლის კიბეებზე შეხვდნენ, მაგრამ მხოლოდ თექვსმეტი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ფესტივალის კულისებში, დაახლოვდნენ.
MailOnline-ი დაუკავშირდა ტიმ ბარტონისა და მონიკა ბელუჩის წარმომადგენლებს დამატებითი ინფორმაციისთვის.
მონიკა 2019 წელს დაშორდა მხატვარ ნიკოლას ლეფევრს. 1997-2013 წლებში დაქორწინებული იყო ვენსან კასელზე. ტიმ ბარტონი კი ინგლისელი მსახიობის, ჰელენა ბონემ-კარტერის ყოფილი მეუღლეა.