არომატი, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად იზიდავთ - მეცნიერების დასკვნა - Marao

არომატი, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად იზიდავთ - მეცნიერების დასკვნა

2023-02-23 15:25:01+04:00


რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს თქვენი მაკიაჟი, თუ არასწორ სუნამოს იყენებთ, ყველაფერი აზრს კარგავს. ამიტომ სუნამოს არჩევანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

Irish Mirror-ის ცნობით, გამოკითხულთა 85%-მა (4000 ადამიანიდან) უპირობოდ აღიარა ყვავილოვანი, როგორც ყველაზე მიმზიდველი სუნამო ქალისთვის. მამაკაცები ამ სუნს ნამდვილ ფავორიტად მიიჩნევენ.

მეორე ადგილზე იყო ტკბილი სუნი. ბამბის ტკბილეული, შოკოლადი და სხვა ესენციები ძლიერი სქესის წარმომადგენლებში ინსტინქტების დონეზე ნამდვილ ეიფორიას იწვევს - ასეთი სუნამო მოსწონს გამოკითხულთა 81%-ს.

მესამეზე - ხილის კომპოზიციები. მამაკაცების 78%-ის აზრით, ახალი ხილის სურნელი არის ყველაზე სექსუალური რამ, რითაც ქალს შეუძლია მათი მიზიდვა.