"მოგზაურობა შრი-ლანკაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ კადრებს აქვეყნებს - Marao

"მოგზაურობა შრი-ლანკაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ კადრებს აქვეყნებს

2023-02-27 11:02:38+04:00


ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.

ამჯერად ტელეწამყვანი კადრებს ახალი მოგზაურობიდან აქვეყნებს:

„ვინც ჩემი და სპილოების ამბავი იცით, ხვდებით, რომ საოცნებო ადგილას ვიყავი. ეს არის ტყე, სადაც სპილოები ადამიანებთან ძალიან ახლოს მოდიან. არ შეიძლება მათი ნერვის შეტოკებაც კი და ამიტომ, ტურისტებს ძალიან ბევრი რამ ეკრძალებათ. მთავარია ოდნავ გამართლება, რომ სპილოები ახლოს მოვიდნენ და დღეს ეგ დღე იყო“ - წერს ნანუკა.