მინიმალური მაკიაჟი და სადა ვარცხნილობა - ანჯელინა ჯოლის ვიდეომ სოციალური ქსელი ააფეთქა - Marao

მინიმალური მაკიაჟი და სადა ვარცხნილობა - ანჯელინა ჯოლის ვიდეომ სოციალური ქსელი ააფეთქა

2023-03-01 15:28:59+04:00


ფილმ „მარადიულების“ 47 წლის ვარსკვლავი ჟურნალ Time-ის ინტერვიუერის როლს ასრულებდა. ანჯელინამ საუბარი ვიდეოზარის საშუალებით წარმართა. მსახიობმა დახვეწილი იმიჯი აირჩია. ჯოლი მჭიდრო შავ ზედაში გამოჩნდა. ვარსკვლავს თმა გაშლილი ჰქონდა, სახეზე კი მინიმალური მაკიაჟი ეკეთა.

ჯოლი ავღანეთის ცნობილ მცხოვრებს, ბიბი აიშას ესაუბრა. 2010 წელს იგი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა თავის ქვეყანაში. ბიბი ცოლად ისეთ კაცს გაჰყვა, რომელიც მოძალადე აღმოჩნდა, ხოლო როცა ბიბიმ მისგან გაქცევა სცადა, ქმარმა მას სახეზე მძიმე დაზიანებები მიaყენა. ჟურნალი ქალის გამოსახულებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ბიბის ამბავს ანჯელინა ყურადღებით უსმენდა. გოგონამ აღიარა, რომ გარეგნობის აღდგენის მიზნით სახის 31 ოპერაცია გაიკეთა.

ანჯელინამ აღნიშნა, რომ მისი თანამოსაუბრის ამბავი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია სკანდალი. ხალხმა დაინახა, რაც მოხდა. და ყველაფერი, რაც მაშინ ვისწავლეთ, რაზეც ასე აღშფოთებული ვიყავით - ვიცით, რომ ეს ყოველდღე ხდება“, - ამბობს მსახიობი.

ანჯელინამ ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2022 წლის დეკემბერში დატოვა და პირობა დადო, რომ გაეროს დატოვების შემდეგ გააგრძელებს ჰუმანიტარულ საქმიანობას.